GEO    ENG       

 
მთავარი

ინსტიტუტის სტრუქტურა

მეცნიერება

საგამომცემლო საქმიანობა

ჩატარებული კონფერენციები

სასწავლო პროგრამები

მიღებული ჯილდოები

საკონტაქტო ინფორმაცია

 

 

ნსტიტუტის მიერ ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციები

 

ინსტიტუტი დაარსებიდან (1929 წლიდან) დღემდე ინიციატორია მრავალი საკავშირო, სამეცნიერო-ტექნიკური, რეგიონალური და საერთაშორისო კონფერენციების, კონგრესებისა და სემინარების ჩატარებისა, ხოლო გაეროს ეგიდით ინსტიტუტში სამჯერ ჩატარდა საერ­თა­შორისო სიმპოზიუმი:

·            1969 წელს  – “წყალდიდობების საწინააღმდეგო ღონისძიებები”;

·            1995 წელს  – “ადამიანი და ზღვა”;

·            2009 წელს  – “წყალდიდობები და მათთან ბრძოლის თანამედ­როვე მეთოდები”.

გაეროს კომისიამ, გაითვალისწინა რა ინსტიტუტის გამოცდილება და საერთაშორისო ავტორიტეტი, 2008 წლის 30 მაისს გააფორმა კონტრაქტი ინსტიტუტსა და UNESCO-ს შორის საერთაშორისო სიმპოზიუმის - “წყალ­დიდობები და მათთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები”, ჩატარებასთან დაკავშირებით (თბილისი, 23-28 სექტემბერი, 2009 წ.), რომელიც მიეძღვნა ინსტიტუტის დაარსებიდან 80 წლის იუბილეს. ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაზე თანხმობა განაცხადეს მსოფლიოს 22-ზე მეტი ქვეყნის მეცნიერებმა - ინგლისის, გერმანიის, პოლონეთის, ბულგა­რეთის, აშშ-ს, ჩეხეთის, უკრაინის, რუსეთის, ისრაელის, ჰოლანდიის, ავსტრიის, შვეიცარიის, იტალიის, ბელორუსიის, ეგვიპტის, ეთიოპიის, ყირგიზეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ჩინეთის, ირანის და სხვ. UNESCO-მ სიმპოზიუმის დასრულებისას იგი შეაფასა  მაღალი მეცნიერული დონით, რომელიც დასტურდება პარიზიდან გამოგზავნილი ოფიციალური წერილით.

2010 წლიდან ინსტიტუტის ინიციატივით, რომელსაც მხარი დაუჭირა სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის და აზერბაიჯანის ქ. ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტებმა, ყოველწლიურად ტრადიციულად ტარდება საერთაშორისო კონფერენცია “წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები”, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ არა მარტო  საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერ-სპეციალისტები. იბეჭდება კონფერენციების სამეცნიერო შრომათა კრებულები, კონფერენციის დასრულების შემდეგ სამეცნიერო საბჭოს მიერ მუშავდება სამეცნიერო რეკომენდაციები აღნიშნული დარგების პრობლემებისა და მათი მოგვარების გზების შემუშავების შესახებ და გადაეგზავნება მასში მონაწილე ქვეყნების სამთავრობო და არასამთავრობო  უწყებებს შესაბამისი ზომების მისაღებად.

2014 წლის სექტემბერში იგეგმება მორიგი IV საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნება სტუ-ს წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის 85 წლის იუბილეს. ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო კონფერენცია - “წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები” ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის გარემოს დაცვისა და მისი მდგრადობის უსაფრთხოების უზრუნ­ველყოფასა და კატასტროფების შემცი­რე­ბის საერთაშორისო სტრატეგიის (ISDR - ჰიგოს ჩარჩო-დოკუ­მენ­ტი 2005 - 2015) რეალიზაციას, აგრეთვე მშენებლობისა და არქიტექტურის თანამედროვე პრობლემებისა და მიღწევების განხილვას, მსოფლიოს მეცნიერების და მკვლე­ვარ-სპეციალისტების მჭიდრო თანამშრომლობას, ინფორმა­ციის გაცვლას და მსოფლიოში ამ აქტუალური პრობლემების გადაწყვეტას თანამედროვე მეცნიერული მიღწევების  გამოყენებით.

 


Subtitle - 2009

Subtitle - 2011


Subtitle - 2012      ანოტაცია 2012


Subtitle - 2013      ანოტაცია 2013

 

Subtitle - 2014       ანოტაცია 2014

 

Subtitle - 2015       ანოტაცია 2015