ინფორმაცია ინსტიტუტის სასწავლო პროცესში მონაწილეობის შესახებ · გორის საცდელ-სამელიორაციო ეკოლოგიური პუნქტის ბაზაზე იგეგმება პროფესიული-სასწავლო ცენტრის შექმნა; · 2015 წლიდან ინსტიტუტი აქტიურადაა ჩართული სტუ-ს დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახელობის აგროინჟინერიისა და სასურსათო ტექნოლოგიების პროფესიულ კოლეჯში 2015 წელს აკრედიტებული პროგრამის - სასოფლო-სამეურნეო მელიორაცია (აგრომელიორაცია, ჰიდრომელიორაცია) მოსწავლეებთან პროფესიულ სწავლებაში, სადაც ლექციების წასაკითხად ეტაპობრივად იგზავნებიან ინსტიტუტის თანამშრომლები. · 2011 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან რეორგანიზაციის შემდეგ, წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში მომზადდა “მელიორატორის” (აგრომელიორატორი, ჰიდრომელიორატორი) პროფესიული განათლების პროგრამა, რომლის საფუძველზე 2012 წლიდან ინსტიტუტი სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად მუშაობს საგანმანათლებლო მიმართულებითაც _ დამტკიცებული პროგრამებით უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე: ბაკალავრიატში (აგროინჟინერიის სპეციალობის სტუდენტებისათვის ლაბორატორიაში განსაზღვრულია ლაბორატორიული და სასწავლო-საწარმოო პრაქტიკული მეცადინეობები საგნებში: ჰიდრავლიკა, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, ტუმბოები და სატუმბი სადგურები); მაგისტრატურასა (სპეციალობით - სასოფლო-სამეურნეო ჰიდრომელიორაცია) და დოქტორანტურაში (სპეციალობით - საინჟინრო მელიორაცია - მათი თემატიკის შესაბამისი სამეცნიერო-საექსპერიმენტო სამუშაოების განხორციელება). · ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალი აქტიურადაა ჩაბმული სტუ-სა და სხვა უნივერსიტეტების სასწავლო (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/დოქტორანტურა) პროცესში: 9 მეცნიერ-თანამშრომელი - კითხულობს ლექციებს, ინსტიტუტის თანამშრომლები ირიცხებიან სტუ-ს მაგისტრატურაში, აგრეთვე 3 თანამშრომელი - დოქტორანტურის სტუდენტია. ინსტიტუტის თანამშრომლები არიან დოქტორანტებისა და მაგისტრანტების ხელმძღვანელები. ასევე, საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე “Erasmus+"-ის ეგიდით ლექციებს ატარებს ევროპის, რუსეთის, ჩინეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში.
|